გერმანიის საელჩო 9 აპრილს დაღუპულებზე - მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა

მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოსი გერმანიის საელჩო 9 აპრილს დაღუპულთა შესახებ წერს.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.

„მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს. დღეს მოვიგონებთ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა დროსაც მრავალი ადამიანი მოკლეს, მათ შორის უმეტესი ქალი.

ყველაზე ახალგაზრდები 16 წლისანი იყო. ესენი არიან: აზა ადამია; ნათია ბაშალეიშვილი; ეკა ბეჟანიშვილი; ნატო გიორგაძე; თამუნა დოლიძე; თინა ენუქიძე; ნინო თოიძე; ზაირა კიკვიძე; მანანა ლოლაძე; თამარ მამულიშვილი; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე; ნანა სამარგულიანი; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი; ელისო ჭიპაშვილი; თამარ ჭოველიძე; ნოდარ ჯანგირაშვილი; მზია ჯინჭარაძე; მანანა მელქაძე; გია ქარსელაძე“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება