პეტერ ფიშერი - გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია, საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა

უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ, მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ასევე, გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია.

“გერმანია პატივს მიაგებს ქართველებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებმა მოკლეს, მაშინ, როდესაც ისინი 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოდიოდნენ რუსთაველზე. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი იგივე მიზეზით ატარებდა დემონსტრაციებს და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. ახლაც ამოცანაა თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა.

უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ასევე არასწორია. საქართველოს მეგობრები ვართ, არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს უკანასკნელი 30 წლის გამოცდილებიდან”, - წერს ფიშერი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება