„ქრისტიან დემოკრატებმა“ და „სოციალ დემოკრატებმა“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმება გამოაცხადეს - მერცმა კოალიციის პროგრამა გერმანიის “ახალ დასაწყისად” მოიხსენია

გერმანიის „ქრისტიან დემოკრატები“ და „სოციალ დემოკრატები“ კოალიციურ მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა ბერლინში გამართულ ერთობლივ პრეზენტაციაზე გამოაცხადეს.

“ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერმა და კოალიციური მთავრობის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა კოალიციური მთავრობის პროგრამა გერმანიისთვის “ახალი დასაწყისად” მოიხსენია.

“ჩვენ ძალიან ძლიერი გეგმა გვაქვს, რომლითაც ერთობლივად შევძლებთ ქვეყნის წინ წაწევას. გერმანიას უნარიანი და ეფექტური მთავრობა ეყოლება”, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, კოალიციური შეთანხმება “ინტენსიური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგია”. აღნიშნული დოკუმენტი 140-ზე მეტ გვერდს მოიცავს და მისი სათაურია - “პასუხისმგებლობა გერმანიისთვის”.

ასევე აღნიშნულია, რომ კოალიციური შეთანხმება ჯერ კიდევ საჭიროებს ფორმალურ დამტკიცებას კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ. დამტკიცების შემთხვევაში, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანცლერად არჩევა მაისის დასაწყისში იგეგმება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება