დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის ტარიფს 125%-მდე ზრდის, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის 90 დღით აპაუზებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“უპატივცემულობის გამო, რომელიც ჩინეთმა მსოფლიო ბაზარს აჩვენა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთზე დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ვზრდი, რაც დაუყოვნებლივ შევა ძალაში. გარკვეულ მომენტში, იმედია უახლოს მომავალში, ჩინეთი გაიაზრებს, რომ აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ძარცვა აღარ არის მდგრადი ან მისაღები.

მეორე მხრივ, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, რათა მოელაპარაკათ გამოსავალზე ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, ვალუტით მანიპულაციის და არაფულადი ტარიფების საკითხებზე, და ამ ქვეყნებს, ჩემი ვარაუდით, არ უპასუხიათ რაიმე გზით, სახით, ან ფორმით შეერთებული შტატების წინააღმდეგ, თანხმობა გავეცი 90-დღიან პაუზასა და საგრძნობლად დაწეულ საპასუხო ტარიფებზე ამ პერიოდში, 10%-ით, რაც ასევე დაუყოვნებლივ შევა ძალაში”, - წერს ტრამპი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს