დონალდ ტრამპი ირანზე - ბევრს არ ვითხოვ, მაგრამ არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანი ბირთვული პროგრამის დასრულებას არ დათანხმდება, მის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამხედრო ქმედება გამოიყენონ.

ამასთან, მისი თქმით, ისრაელი ნებისმიერ სამხედრო ქმედებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ბევრს არ ვითხოვ. მაგრამ მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. თუ სამხედრო ქმედებაა საჭირო, გვექნება. ცხადია, ისრაელი იქნება ამაში ლიდერი. არავინ გვმართავს. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ როდის შეიძლება დაიწყოს რაიმე სამხედრო მოქმედება.

„არ მინდა ვიყო კონკრეტული. მაგრამ როდესაც მოლაპარაკებებს იწყებ, იცი, კარგად მიდის თუ არა ის. ვიტყოდი, რომ დასკვნა იქნება, როდესაც ვიფიქრებ, რომ ის კარგად არ მიდის“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს