დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა

დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის დირექტორის, ხუან მანუელ მენდესის ცნობით, სამშაბათს, დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში მდებარე ღამის კლუბ „ჯეტ სეტის“ სახურავის ჩამონგრევას, სულ მცირე, 184 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ადგილობრივი პოპულარული მომღერალი რუბი პერესი, რომლის კონცერტიც ინციდენტის მომენტში მიმდინარეობდა და ბეისბოლის მთავარი ლიგის ორი ყოფილი მოთამაშე, ოქტავიო დოტელი და ტონი ბლანკო.

მენდესის განცხადებით, მაშველებმა 155 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს და ისინი სასწრაფო დახმარების სამსახურებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ღამის კლუბის სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე, უცნობია სახურავის ჩამონგრევის მომენტში ღამის კლუბში მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მონტე კრისტის პროვინციის გუბერნატორი, ნელსი მილაგროს კრუზიც არის.

დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლუის აბინადერმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება