უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 145 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 145 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა 85 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 49 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხმელნიცკის, პოლტავისა და მიკოლაივის ოლქები დაზარალდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქვეყნის დედაქალაქ კიევს 30 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 16 თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, ხოლო დანარჩენი ლოკაციურად დაიკარგა. თავდასხმის შედეგად კიევში 2 ადამიანი დაშავდა.

ასევე, ქალაქ მიკოლაივში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა, რის შედეგადაც, 10 ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს