Reuters - თურქეთის პოლიციამ ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში დღეს დილით ჩატარებული რეიდების დროს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტიმურ სოიკანი და მურატ აგირელი, რომლებიც ცნობილები არიან საგამოძიებო ჟურნალისტიკით და მთავრობის პოლიტიკისა და ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული პოზიციით, მუქარისა და შანტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

Reuters-ის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ დაამტკიცა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა ჟურნალისტების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისა და ციფრული მოწყობილობების ჩამორთმევის ორდერების გაცემის შესახებ.

აღნიშნული ორდერები სამართალდამცავებს უფლებას აძლევს, ამოიღონ და შეისწავლონ ჟურნალისტების კუთვნილი ციფრული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერები, მყარი დისკები და მობილური ტელეფონები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს