ინოვაციური თვითმომსახურების აპარატები - ბაზარზე  შოპინგის ახალი სერვისი გამოჩნდა

თანამედროვე ადამიანისთვის დრო ყველაზე ფასეული რესურსია. ის მუდმივად ცდილობს ბალანსის პოვნას სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის მოვლა არ დაგვავიწყდეს. გაიხსენეთ, რამდენჯერ დაგიკარგავთ ძვირფასი დრო რიგში დგომით, მხოლოდ იმისთვის, რომ საჭირო პროდუქტი შეგეძინათ? რამდენჯერ მოგიწიათ ჩანთით მძიმე, სრული ზომის კოსმეტიკური საშუალებების ტარება, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი გზაში შეიძლებოდა დაგჭირვებოდათ?

დღეს ადამიანს აღარ სურს, დროის და ენერგიის დიდი ნაწილი ყოველდღიური წვრილმანებისთვის დაკარგოს. სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად, იმისათვის, რომ მან უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი და მეტი დრო დაუთმოს საკუთარ სურვილებს, ბაზარზე გამოჩნდა კომპანია FixHer - თვითმომსახურების ინოვაციური აპარატები, რომელიც აღჭურვილია თავის მოვლის პირველადი და კოსმეტიკური საშუალებებით. მათში განთავსებულია ბაზარზე არსებული ევროპული, ბრიტანული და ამერიკული პოპულარული ბრენდების ნაწარმი, როგორიცაა: Bodyshop, Topicrem, Nuxe ,Vichy და სხვა. პროდუქტები მცირე ზომისაა და მათი შეძენა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, არც თქვენს ჩანთაში დაიკავებს დიდ ადგილს.

აპარატები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზეა განთავსებული და ის სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის გამოწვევებს და ცხოვრების დაჩქარებულ ტემპს შეესაბამება. მათი საშუალებით ნებისმიერ მსურველს რიგის გარეშე მარტივად შეუძლია მისი გამოყენება, კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტების შეძენა.

თითოეულ აპარატში მისი მდებარეობიდან გამომდინარე შერჩეულად განთავსდა პროდუქცია. ისინი იმ ადამიანების ინტერესებზეა მორგებული, ვინც ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილს ხშირად სტუმრობს. მაგალითად, თუ ფიტნეს ცენტრებში უფრო მეტად ჰიგიენური საშუალებების შეძენას შეძლებთ, უნივერსიტეტებსა და კაფე-რესტორნებში მაკიაჟის გასაახლებლად საჭირო ნივთები განთავსდა აპარატებში. ოფისებსა და საერთო სამუშაო სივრცეებში მეტი აქცენტი გაკეთდა ხელის კრემებსა და სახის მოვლის პროდუქტებზე , სასტუმროებში კი სამოგზაურო ზომის ყველა საჭირო პროდუქტი იქნება განთავსებული.

თვითმომსახურების აპარატის გამოყენება ძალიან მარტივია, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა. სენსორული ეკრანით წამებში შეძლებთ მასში განთავსებული პროდუქტების დათვალიერებას, ფასის ნახვას და საბანკო ბარათით შეძენას.

ამ ეტაპზე FixHer -ის პარტნიორი ობიექტებია: „სნეპ პრემიუმი“, „სნეპ ფიტნესი“ ვაკეში, coworking space „ტერმინალი“ ვაკეში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, დამატებითი ლოკაციების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

თუ მაინც ფიქრობთ, როგორ შეცვლის FixHer-ის თვითმომსახურების აპარატები თქვენს ცხოვრებას, გეტყვით, რომ ის:

დაგიზოგავთ დროს;

გაგიმარტივებთ საყიდლებს;

თავიდან აგარიდებთ რიგში დგომას;

დაგეხმარებათ იყოთ უფრო ორგანიზებული.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება