„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 11 აპრილს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებენ. სამუშაოები ხვალ, 11 აპრილს დღის 12:00 საათიდან დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 11 აპრილს დღის 12:00 საათიდან 12 აპრილის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ლილოს დასახლების I და II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8-მდე, IV და V კვარტლებს, ლილოს დასახლების II მიკრორაიონის N10, 11, 12 კორპუსებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, ლეო დავითაშვილისა და არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, კუპრაძის ქუჩასა და მიმდებარე დასახლებებს, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის ქუჩებს, ვარკეთილის მეურნეობას, ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, აბაშვილის, კალოუბნის, აეროდრომის დასახლება, აეროდრომის დასახლების 7, 9, 11, 12, 13, 14 ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, ქიზიყის ქუჩის ნაწილს, სამხედრო დასახლების II ქუჩას, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს, ჯავახეთის ქუჩა N1, 3, 59, ჯავახეთის II და III შესახვევს, თვალჭრელიძის N2.

სოფელ დიდ ლილოს, სადგური ლილოს, საქნავთის, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, წინუბანს, ნასაგურს, სოფელ ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, აეროპორტის და ქვემო ალექსეევკის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება