შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი ამაზრზენი აქტის ორგანიზატორები, ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები, არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან

გუშინდელი ამაზრზენი აქტის ორგანიზატორები, ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები, არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს, მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ორგანიზაციებს ჰყავთ კონკრეტული დონორები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ იქ ყვიროდა სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართველი „ენჯეოს“ რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ იქ ყვიროდა და ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს, რომელსაც იქ უყვიროდნენ და სხვა მოქალაქეებს, რომელსაც უნდოდა ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, იქ უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ იქ მივიდნენ თავად მემორიალთან.

ასე რომ კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს: ეს არის, რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი? შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგები. სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასოცირებული არის ევროპულ დაფინანსებასთან.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე აბსოლუტურად ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია, რომლებსაც კავშირი არ აქვთ არც რუსთაველის გამზირთან, არც 9 აპრილთან და სამწუხაროდ არც საქართველოსთან. ერთადერთი, მოქმედებენ სხვისი დაკვეთით იმისთვის, რომ რამენაირად კიდევ უფრო წაახალისონ თუ უბიძგონ დაპირისპირებას. ასე რომ სრული პასუხისმგებლობა ამ ამაზრზენ აქტზე, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის კონკრეტული საელჩოების და დონორების. იმიტომ, რომ გუშინდელი ამაზრზენი აქტის ორგანიზატორები, ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები, ამისი ორგანიზატორები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან, მათ შორის ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. არა მხოლოდ ამიტომ არიან პასუხისმგებელი, არამედ იმიტომ, რომ რაც მანამდე ხდებოდა, როდესაც სცადეს მათმა დაფინანსებულმა ადამიანებმა პარლამენტის შენობის დაწვა, როდესაც ქუჩაში ფაქტობრივად ტერორის დათესვა უნდოდათ და ფაშისტური კამპანიები აქვთ ატეხილი „მონა, მონას“ ძახილით, ამ ფაშიზმს როდესაც არ ემიჯნებიან და არა თუ ემიჯნებიან, არამედ აფინანსებენ ფაშიზმს, ტერორს, სიძულვილს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ დონორების პასუხისმგებლობა. ასე რომ, ვნახოთ, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც გუშინ შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე წუთში შვედეთის ელჩი მივიდა იქ, სადაც მისი დაფინანსებული ორგანიზაციები 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მივიდა რამდენიმე წუთში და ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი. ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს. ველით კონკრეტულ პასუხს შვედეთის საელჩოსგან - ემიჯნება თუ არა შვედეთია საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ამ ტერორს, რომელიც გუშინ მათ მოაწყვეს 9 აპრილის მონაწილეების მიმართ?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს