ჟურნალისტი ნიკუშა კაცია - რუსეთი ოკუპანტია და რუსულია რეჟიმი, რომელიც მასამართლებს

რუსეთი ოკუპანტია და რუსულია რეჟიმი, რომელიც მასამართლებს, - ამის შესახებ სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკუშა კაციამ განაცხადა.

ამ წუთებში სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მოწმე პოლიციელს კითხავენ. ის პროკურატურის მოწმეა და პატაკის შემდგენი სამართალდამცავია.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად, კაციას 14 გრამ კოკაინის ქონას ედავებიან. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს