ანა დოლიძე ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა

კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სოციალისტური პარტიების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ანა დოლიძემ ჯაკომო ფილიბეკს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო, „უსამართლო სისტემის წინააღმდეგ“ პროტესტის შესახებ ესაუბრა და განუცხადა, რომ ხელისუფლების სათავეში ოლიგარქიული ჯგუფია, რომელიც ქვეყნის წინსვლას ხელს უშლის.

ამასთანავე, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

ანა დოლიძემ ჯაკომო ფილიბეკს სთხოვა, რომ სოციალ-დემოკრატიულმა ქსელმა მხარი დაუჭიროს მათ, მოთხოვნებთან დაკავშირებით. მათ, ასევე მიმოიხილეს გეოპოლიტიკური ვითარება და ის მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და გაფართოების პერსპექტივას აქვს საქართველოსთვის. ანა დოლიძემ, ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაფართოების გეგმა და ევროკავშირის რეკომენდაციები ქართულ რეალობაში შეძლებისთანავე ზედმიწევნით იყოს დანერგილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა