ანა დოლიძე ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა

კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სოციალისტური პარტიების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ანა დოლიძემ ჯაკომო ფილიბეკს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო, „უსამართლო სისტემის წინააღმდეგ“ პროტესტის შესახებ ესაუბრა და განუცხადა, რომ ხელისუფლების სათავეში ოლიგარქიული ჯგუფია, რომელიც ქვეყნის წინსვლას ხელს უშლის.

ამასთანავე, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„ანა დოლიძემ ჯაკომო ფილიბეკს სთხოვა, რომ სოციალ-დემოკრატიულმა ქსელმა მხარი დაუჭიროს მათ, მოთხოვნებთან დაკავშირებით. მათ, ასევე მიმოიხილეს გეოპოლიტიკური ვითარება და ის მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და გაფართოების პერსპექტივას აქვს საქართველოსთვის. ანა დოლიძემ, ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაფართოების გეგმა და ევროკავშირის რეკომენდაციები ქართულ რეალობაში შეძლებისთანავე ზედმიწევნით იყოს დანერგილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს