გია ვოლსკი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - ბრალდება, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა - ევროინტეგრაცია არათუ შევაჩერეთ, მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი

არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მით უმეტეს, საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უტიფარი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეაფასა.

მისი თქმით, ეს „სპეკულაცია“ მნიშვნელოვანწილად ატარებს გარკვეულ პოლიტიკურ შინაარსს, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარების ხელშეწყობა ჰქვია.

„რამდენიმე საინტერესო პასაჟია ამ რეზოლუციაში და რომ ვკითხულობთ ობიექტური დამკვირვებლები, ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა. ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ომი ნამდვილად არ გამოვუცხადეთ რუსეთს, მაგრამ ჩვენზე მეტი ექსპორტი აქვს რუსეთის მიმართულებით სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანას და სხვა ევროპული ქვეყნებიც არ თაკილობენ საკმაოდ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს.

მგონია, რომ საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროპულ კურსს. გარდა ამისა, განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროინტეგრაცია, ესეც არასწორია. ჩვენ არათუ შევაჩერეთ, არამედ მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. 40-მდე სხვადასხვა საკითხია და მნიშვნელოვან ნაწილზე უკვე მზად ვართ, დავიწყოთ მოლაპარაკებები. ხოლო 2028 წელს, ფაქტობრივად, სრული მზადყოფნა გვექნება იმისათვის, რათა ამ პროცესმა 2030 წელს უკვე მიაღწიოს საბოლოო მიზანს და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გვექნება აბსოლუტურად ყველა მონაცემი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო