ჯემალ გამახარია - ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ მათ მოგვარებაზეა ორიენტირებული

წინა წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და მიმდინარე წელს დაგეგმილი პრიორიტეტები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის მიერ წარდგენილი მოხსენება დადებითად შეაფასეს.

„ჩვენმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, სადაც ყურადღება მთავრობის მუშაობის ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე გამახვილდა.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მთელ რიგ საკითხებზე. წინა წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავრობის ცნობთ, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა