ბექა ლილუაშვილი - გიორგი გახარიას დასამალი არაფერი აქვს

სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ არის ერთ-ერთი პირველი, ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებული სანქციები, რომელიც ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, იმიტომ, რომ საქართველოში რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მდგრადობის შენარჩუნების საშუალება არის ფინანსური რესურსი და “ოცნების” სპონსორები, რომლებიც ამ რეჟიმს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმარებიან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სანქციების არეალის გაფართოება რეჟიმის მდგრადობაზე გავლენას მოახდენს.

“ახლა სასწორზე უნდა დადგეს სპონსორების პერსონალური ინტერესები და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, როდესაც სანქციების არეალი გაიზრდება, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და შეეზღუდებათ თავიანთი ინტერესების განხორციელების შესაძლებლობა, ეს გავლენას მოახდენს და უკვე ახდენს, ამ თვალსაზრისით, რეჟიმის მდგრადობაზე.

ის, რომ სანქციების პოლიტიკა არის ასეთი თანმიმდევრული, ასეთი განგრძობადი არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, ეს არის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების დამსახურება და, ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა ვიყოთ. უნდა გავაგრძელოთ ეს გრძელვადიანი და თანმიმდევრული ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გარდა სანქციებისა, ლილუაშვილმა ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დაბარებაზე.

კითხვაზე, მივა თუ არა გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე არის დაბარებული, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ეს პერსონალურად გახარიას გადასაწყვეტია და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, პარტია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას გააგრძელებს.

“ეს არის ინდივიდუალურად გიორგი გახარიას გადასაწყვეტი. ინდივიდუალურად ჩემი ან გუნდის სხვა წევრების პოზიციას რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ არის და აქაც არაფერია გასაკვირი - ეს არ არის კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება. კონტექსტურად, არანაირი კავშირი ლეგიტიმაცია - არა ლეგიტიმაციის კონტექსტთან ამას არ აქვს.

მე, ამ შემთხვევაში, სხვა პრიზმიდანაც შემიძლია ეს საკითხი დავსვა - ჩვენ და, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას, დასამალი არაფერი აქვს.

როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას ამ საკითხებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო