მედია - თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 145%-მდეა გაზრდილი

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები უკვე 145%-მდეა გაზრდილი. ამის შესახებ ამერიკულ ტელეარხ CNBC-ის თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.

ტელეარხის ცნობით, ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებები შეისწავლეს და ივარაუდეს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ შემოღებული ჯამური ტარიფები შესაძლოა 125%-ზე მეტი იყოს, ვინაიდან, მათ ტრამპის უფრო ადრინდელი 20%-იანი ტარიფის შესახებ განკარგულება აღმოაჩინეს, რომელიც მან “ფენტანილის გამო” შემოიღო.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მათ დაუდასტურა, რომ ეს სწორი ინტერპრეტირებაა.

ცნობისთვის, ბოლო განკარგულებით ტრამპმა ჩინური იმპორტისთვის ტარიფები 84-დან 125%-მდე გაზარდა, ვინაიდან, ჩინეთმა საპასუხო ზომები შემოიღო. “ფენტანილთან დაკავშირებულ” 20%-იან ტარიფთან ერთად, რომელიც ტრამპმა აქამდე შემოიღო, ჩინეთზე დაწესებული ტარიფები 145%-ს შეადგენს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა