საბა ბუაძე - თამარ რომელაშვილი ოჯახის უახლოესი წევრის დაკრძალვაზე წავიდა რუსეთში - ადამიანი ტრაგედიის დროს მაინც დავტოვოთ ხელშეუხებელი

“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ ისნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ რომელაშვილი რუსეთში ოჯახის უახლოესი წევრის დაკრძალვაზე გაემგზავრა.

კერძოდ, საბა ბუაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, "ლელოს" ისნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ რომელაშვილი მოსკოვში გაემგზავრა. ბუაძის თქმით, არაფერი უკვირს, რადგან „ომში ვართ”, სადაც კონკრეტული ტელევიზია „რეჟიმის იარაღია ჩვენს წინააღმდეგ“, თუმცა ომსაც აქვს თავის წესები.

„რა თქმა უნდა ძალიან მარტივი იყო იმის გარკვევა, რომ ბაია [თამარ რომელაშვილი] ოჯახის უახლოესი წევრის დაკრძალვაზე წავიდა რუსეთში.

სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის ინტერესში ეს თავიდანვე არ ყოფილა. მათი ინტერესი ამ პოლიტიკური და მედია ანტისანიტარიის გავრცელება იყო.

აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტურ სტანდარტზე და იმაზე, რომ ადამიანი ტრაგედიის დროს მაინც დავტოვოთ ხელშეუხებელი.

მე არაფერი მიკვირს, რადგან ვიცი, რომ ომში ვართ, სადაც ეს ტელევიზია რეჟიმის იარაღია ჩვენს წინააღმდეგ. ოღონდ, ომსაც აქვს თავის წესები და იქაც იციან, რომ ადამიანს გლოვის შესაძლებლობა უნდა მიცე.

ძალიან კარგად ეტყობა ამ არხს მისი პოლიტიკური კურატორის და ხელმძღვანელის ხელწერა, რომელსაც არანაირი მორალური თვითშებოჭვა არ გააჩნია. ზუსტად ისეთ პასუხს მიიღებთ ჩემგან როგორსაც იმსახურებთ”, - წერს საბა ბუაძე „ფეისბუქზე“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება