გაერთიანებულმა სამეფომ და ნორვეგიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადეს

გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის 450 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 585 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 350 მილიონ ფუნტს გაერთიანებული სამეფო, 100 მილიონს კი ნორვეგია „უკრაინის ფონდის“ მეშვეობით გამოყოფს, რომელსაც ბრიტანული მხარე მართავს.

თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა ასობით ათასი დრონის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და რადარების წარმოებას მოხმარდება, ხოლო 160 მილიონი გამოიყოფა იმ აღჭურვილობის შეკეთებისთვის, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მანამდე მიაწოდა.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო დაგეგმვას დააჩქარებენ. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანა უკვე იწყებს იმის განსაზღვრას, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი