ემანუელ მაკრონი აშშ-ის მიერ ტარიფების დაპაუზებაზე - ეს პაუზა მყიფეა - ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, 90 დღით შეაჩეროს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება, მხოლოდ მყიფე პაუზაა.

„ამერიკული ტარიფების 90 დღით ნაწილობრივი შეჩერება სიგნალს აგზავნის და მოლაპარაკებებისთვის კარს ღიას ტოვებს. თუმცა, ეს პაუზა მყიფეა. მყიფეა, რადგან ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფები და ყველა სხვა პროდუქტზე 10%-იანი ტარიფები კვლავ ძალაშია. ეს 52 მილიარდ ევროს წარმოადგენს ევროკავშირისთვის! მყიფეა, რადგან ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს ჩვენი ყველა ბიზნესისთვის, ატლანტიკის ორივე მხარეს და მის მიღმაც“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა ორი დღის წინ Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კი 125%-მდე გაზარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს