AI STARTUP პრე-აქსელერატორი BTU-ს მიერ MIT-სთან პარტნიორობით ჩატარდება

დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის BTU-ს მეწარმეობის ცენტრი 6 კვირიან პრე-აქსელერაციის პროგრამას განახორციელებს. პროგრამა განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული 15 სტარტაპებისთვის და მიზნად ისახავს მათ დახმარებას სწრაფ განვითარებაში და ბაზარზე ეფექტურ პოზიციონირებაში.

AI პრე-აქსელერატორი განხორციელდება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან (MIT) პარტნიორობით. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტარტაპებს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ MIT-ს Martin Trust Center-ის ექსპერტები და რეზიდენტი ანტრეპრენერები. ამასთან, პრე-აქსელერატორის მონაწილე სტარტაპებს წვდომა ექნებათ Orbit-ზე, რომელიც MTC-ს მიერ შემუშავებული უახლესი პლატფორმაა და აერთიანებს უდიდეს სამეწარმეო რესურსებს.

მონაწილე სტარტაპები დამატებით გაივლიან ინდივიდუალურ მენტორინგს, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები დაეხმარებიან მათ უმოკლეს დროში მასშტაბირებაში. აქსელერაციის მოწინავე სტარტაპები მონაწილეობას გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ სამიტზე მიიღებენ და შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი სტარტაპ იდეები წარადგინონ ქართველი და უცხოელი ანგელოზ ინვესტორების წინაშე. პროგრამის დასასრულს გაიმართება დემო დღე, რომლისთვისაც გათვალისწინებული იქნება საპრიზო ფონდი.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს საქართველოს მასშტაბით. პრე-აქსელერატორში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა.

მნიშვნელოვანი თარიღები:

11 აპრილი - 1 მაისი - სტარტაპების რეგისტრაცია

8 მაისი - შერჩეული სტარტაპების გამოცხადება

13 მაისი - 17 ივნისი - პრე-აქსელერაციის პროგრამის განხორციელება

20 ივნისი - დემო დღე და საგრანტო კონკურსი

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება