ირაკლი ფავლენიშვილი - არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ამ პროცესებში ჩართული ადამიანების სანქცირების ლეგიტიმური საფუძველია - უნდა იცოდნენ, რომ ამ სანქციებისგან თავის არიდებას ვერ მოახერხებენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უნდა იცოდნენ,რომ სანქციებს გვერდს ვერ აუვლიან.

ფავლენიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ წამება, არაადამიანური მოპყრობა სანქციების დაწესების მიზეზი გახდა.

„არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ იმ ადამიანების დასანქცირება მოხდეს, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული. როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორი და უშუალო აღმსრულებელი არიან. ბუნებრივია, რომ მათი დასანქცირება ხდება დასავლური სამყაროს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ. დიახ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ვერ მოახერხებენ თავის არიდებას ამ სანქციებისგან, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან მათ სანქციებისგან გვერდის ავლაში, ასევე სანქცირებულები იქნებიან. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოში ამ ხალხმა დიქტატურის დამყარება განიზრახა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი განმარტებით, ყველამ იხილა ფაქტები, როგორ აწამებდნენ ქუჩაში ადამიანებს, როგორ ეპყრობოდნენ მათ არაადამიანურად და უმიზეზოდ აკავებდნენ.

„როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი, ადამიანების წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში სისტემურად მონაწილეობ, დასავლურ სამყაროში ეს ხდება ლეგიტიმური მიზეზი იმისა, რომ დასანქცირდნენ“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის