პაატა მანჯგალაძე - წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით ისტორიის გადასაწერად

წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით ისტორიის გადასაწერად! ისტორიის წაშლის მცდელობა ოკუპაციის გაგრძელებაა. „ქოცები“ ებრძვიან არა მხოლოდ მომავალს, არამედ წარსულსაც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, ისტორიის წაშლა მტრის გეგმის შესრულებას ნიშნავს.

„წაშალეს 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, გააუფასურეს 1989 წლის 9 აპრილი, აღარ ახსენებენ 1991-ის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს, 2008 წლის გმირებს. არ უყვართ ეროვნული მოძრაობა იმიტომ, რომ ის ახსენებს, ვინ ვართ სინამდვილეში! მათთვის საქართველო არ არის ისტორიული მისიის მქონე ერი. მათთვის საქართველო ფულის საჭრელი დიდი სოფელია, ქართველი – მომსახურე სერვისის მიმწოდებელი პერსონალი „ეთნოგრაფიული მასალა“. ჩაანაცვლეს ილია ჭავჭავაძე, 1989 წლის 9 აპრილი მათთვის საშიშია. ზვიადი - საშიშია, მერაბი - საშიშია, ანწუხელიძე - საშიშია, „ვარდების რევოლუცია“ - საშიშია, ნებისმიერი უფლება – საშიშია, რადგან ხალხს უბიძგებს მოძრაობისკენ და ახსენებს - ხალხს შეუძლია გაიღვიძოს და დაამარცხოს დიქტატორი! ამიტომ ცდილობენ ყველაფერი გახადონ ბუნდოვანი, გაუფერულებული, დავიწყებული. ასწავლიან, თითქოს „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“.

იცვლება თაობა და მათი მიზანიც სწორედ ესაა - შეიქმნას მეხსიერების უფსკრული, სადაც ვეღარ ამოიკითხავ თავისუფლების ისტორიის ხაზს! ისტორიის წაშლა ნიშნავს მტრის გეგმის შესრულებას. ვინც წარსულს შლის – Russki mir-ს უთმობს სივრცეს!

ცდილობენ შეგვიცვალონ წარსული, რომ ვეღარ ვმართოთ აწმყო და აღარ გვქონდეს მომავალი, მაგრამ ვერ გათვალეს: თავისუფლების ისტორია არ იშლება - ის იწერება ერის სულსა და გულში - შენით, ჩემით, ჩვენით! ჩვენ ვართ ერი, რომლის წარსული ვერ წაშალეს ათასწლეულებში. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც მომავალს ყოველთვის იბრუნებს ბრძოლით, რწმენით და ერთიანობით“, - აცხადებს მანჯგალაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია