„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი Touch RGB გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს პარტნიორობას Touch Platform-თან და კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს უჭერს მხარს. ამჯერად, 24 აპრილს, ციფრული დიზაინის მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს უმასპინძლებს.

ფესტივალის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონის "დიზაინ ქომუნითის" მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, სანაცნობო წრის გაფართოებისა და მსოფლიო ბაზარისთვის მომზადების გზით.

ფესტივალი რამდენიმე საკითხის ირგვლივ გააერთიანებს სპიკერებსა და აუდიტორიას. ესენია:

  • UI/UX დიზაინი
  • გენერირებული დიზაინი - (კრეატივი, AI, ახალი მედიები)
  • Motion Design, 3D
  • AR, VR, XR

აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს საინტერესო პრეზენტაციები, დაესწროს პანელურ დისკუსიებს, გაიღრმავოს ცოდნა და უნარები ვორკშოპებზე და გაიცნოს თანამოაზრეები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები Netflix-დან, Discord-დან, Hanzo-დან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებიდან. სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://touch.ge/touმchrgb25

ფესტივალის ბილეთების შეძენას Early Bird ფასად შეძლებთ ვებგვერდიდან: https://touch.ge/touchrgb25

ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA. ქომუნითი პარტნიორები არიან: Design Institute, Comm School, DAS, smart academy და ProductTank.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებ გვერდს.

ღონისძიებაზე მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს