„ლელო-ძლიერი საქართველო“ - დეზინფორმაცია და ცილისწამებაა, თითქოს, მამუკა ხაზარაძემ 9 აპრილს მოსკოვში პარტიის წარმომადგენელი მიავლინა, რომელიც იქ კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავს

“ლელო-ძლიერი საქართველოს” განცხადებით, პარტიის წევრი თამარ რომელაშვილი მოსკოვში, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფება. შესაბამისად, ცილისწამება და ამორალურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თამარ რომელაშვილი მოსკოვში თითქოს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ მიავლინა.

„ორი დღეა “ლელო-ძლიერი საქართველოს” მიმართ პროპაგანდისტული „რუსთავი 2“- ის ეთერით ვრცელდება დეზინფორმაცია და ცილისწამება, თითქოს, “მამუკა ხაზარაძემ 9 აპრილს მოსკოვში პარტიის წარმომადგენელი მიავლინა, რომელიც იქ კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავს”.

ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე და მიზნად ისახავს “ლელო-ძლიერი საქართველოს” და მისი ლიდერის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რასაც არ დავუშვებთ!

„ლელო-ძლიერი საქართველო“ დღიდან მისი დაარსებისა, ეფუძნება და ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ყველაზე დიდი დამცველი და გამტარებელია!

ეს არის პარტია, რომელიც 5 წელია ხმამაღლა ამხელს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს და არალეგიტიმური მთავრობის კავშირს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და შესაბამისად, პროპაგანდისტული მედიის მცდელობა, КГБ - ს მეთოდებით გასვაროს ყველაზე მყარი და მზარდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, უშედეგოა და არავინ დაიჯერებს!

რაც შეეხება პარტიის წევრს, თამარ რომელაშვილს, ის მოსკოვში, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფება. როგორც ჩანს, მისი გადაადგილება საზღვარზე სპეცსამსახურის ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელმაც სავარაუდოდ ეს “სკანდალური” ინფორმაცია პირდაპირ პროპაგანდისტულ მედიას გაუგზავნა და მათაც მორიგი, ამორალური, ცილისმწამებლური სიუჟეტი გაავრცელეს კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით!

“ლელო-ძლიერი საქართველო” აღნიშნულ დეზინფორმაციაზე რეაგირებისთვის ეთიკის ქარტიას მიმართავს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი