გახდი ოქროს ვაუჩერის მფლობელი მოაწყვე ბიბლიოთეკა საუკეთესო ფასად - მთავარი წიგნები შენს ახალ სახლში

10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობის სტუმრებს „პალიტრა L-სგან“ სიურპრიზი ელოდებათ - ადგილზე შეგიძლიათ გახდეთ ოქროს ვაუჩერის მფლობელი, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი ახალი სახლისთვის სპეციალურ ფასად მოაწყოთ სრული ბიბლიოთეკა.

გამომცემლობის შეთავაზება დაგეხმარებათ, დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ ის მთავარი მხატვრული თუ შემეცნებითი წიგნები, რომლის შეგროვებასაც წლების განმავლობაში გეგმავდით. ოქროს ვაუჩერი რამდენიმე სახისაა და მოიცავს ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, მათ შორის რელიგიურ და დოკუმენტურ გამოცემებსაც.

„პალიტრა L-ის“ ოქროს ვაუჩერები აერთიანებს შემდეგ შეთავაზებებს:

  • ბიბლიოთეკა #1 – 600-ლარიანი ოქროს ვაუჩერი, რომელშიც 1000 ლარის ღირებულების 59 წიგნი შედის სერიიდან „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“;
  • ბიბლიოთეკა #2 - 200 ლარიანი ვაუჩერი, რომელშიც შედის 330 ლარის ღირებულების 7 წიგნი: ბიბლია, ისტორიის ოთხტომეული, ვეფხისტყაოსანი გივი ვაშაკიძის ილუსტრაციებით და დიდი მხატვრები;
  • ბიბლიოთეკა #3 – 990-ლარიანი ვაუჩერი, რომელშიც შედის 1511 ლარის ღირებულების 80 წიგნი სერიებიდან: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“; ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეული; ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრები.

წელს „პალიტრა L-ი“ 20 წლის იუბილეს მკითხველთან ერთად აღნიშნავს კამპანიით „ვინც არ უნდა იყო, საკითხავი ეს არის“. ოქროს ვაუჩერი სწორედ აღნიშნული კამპანიის ნაწილია და გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მოაწყოთ სრული ბიბლიოთეკა საუკეთესო ფასად.

ფასდაკლებით სარგებლობისთვის ესტუმრეთ თბილისის წიგნის ბაზრობას ან დაუკავშირდით გამომცემლობას ნომერზე: 032 2 47 00 45.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს