ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ

ტერაბანკი კომპანია „შაინ ენერჯისთან“ თანამშრომლობას იწყებს და მომხმარებლებს, რომლებსაც მზის ელექტროსადგურების პროექტირება და მშენებლობა სურთ, მწვანე სესხს სთავაზობს.

შეთავაზების ფარგლებში, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიულ პირი, რომელიც „შაინ ენერჯის“ მომსახურებებით ტერაბანკის დაფინანსებით ისარგებლებს, 5%-დან 15%-მდე ფასდაკლებას მიიღებს. ფასდაკლების ზუსტი ოდენობა პროექტის სიმძლავრეზე იქნება დამოკიდებული.

„შაინ ენერჯი“ მომხმარებლებს მზის ელექტროსადგურების პროექტირებასა და მშენებლობას სთავაზობს. მსურველებს ემსახურებიან კომპანიის გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ქსელზე მიერთებული, მისგან დამოუკიდებელი და ჰიბრიდული სისტემების მშენებლობას უზრუნველყოფენ. ტერაბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებელია მზის ელექტროსადგურის პროექტირებისა და მშენებლობის, ცალკეული კომპონენტების შესყიდვის, ტექნიკური დახმარებისა და ელექტროსადგურის მუდმივი მონიტორინგის მომსახურებებით სარგებლობა.

ტერაბანკისთვის გარემოს დაცვა, მცირე და საშუალო ბიზნესში თანამედროვე, განახლებადი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ვებინარებისა და შეხვედრების გამართვით, ბანკი მუდმივად ცდილობს მის პოპულარიზაციას, განახლებადი ენერგიების სარგებლიანობისა და უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

„შაინ ენერჯისთან პარტნიორობა წარმოადგენს ბიზნესში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის წინგადადგმულ ნაბიჯს და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელოვან ინიციატივას. ეს პროდუქტი დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობით თავადაც იზრუნონ გარემოს დაცვაზე, გაიზიარონ ეს დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პერსპექტივაში ხელშესახებად შეამცირონ ფინანსური დანახარჯები“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

საგულისხმოა, რომ მწვანე სესხების მიმართულებით ტერაბანკი აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოსთან. შედეგად, ტერაბანკის მომხმარებლებს, საშუალება ეძლევათ, სესხთან ერთად, სააგენტოებისგან გრანტები, სუბსიდიები და გირაოში მხარდაჭერა მიიღონ.

ტერაბანკი მწვანე დაფინანსების კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და კონკრეტული ინიციატივების შეთავაზებაზე მუშაობას კვლავაც განაგრძობს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს