გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც IRIS-T-ის თავდაცვის სისტემებს და Patriot-ის რაკეტებს მოიცავს

გერმანია უკრაინას კიდევ IRIS-T ტიპის მიწა-ჰაერის კლასის თავდაცვის ოთხ სისტემას და რაკეტებს და Patriot-ის სისტემებისთვის დამატებით 30 რაკეტას მიაწვდის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც იმ მხარდაჭერის დეტალებზე ისაუბრა, რომელსაც მისი ქვეყანა უკრაინას 2029 წლამდე 11 მილიარდი ევროდან გამოუყოფს.

პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას მიაწვდის : Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას 300 მართვადი რაკეტით, 300 სადაზვერვო დრონს,120 ერთეულ ManPad-ს, ანუ Man-ის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 25 ერთეულ Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, Leopard 1A5-ის ტიპის 15 საბრძოლო ტანკს, 14 საარტილერიო სისტემას, 100 ერთეულ სახმელეთო სათვალთვალო რადარს, 30 ერთეულ Patriot-ის მართვად რაკეტას, დამატებით 100 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას.

ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს, რომელსაც გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი