სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის წარმოუდგენელია, რომ ჩვენთან ვიღაცას ენა უბრუნდება და შეუძლია როდიონოვი და  ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღევანდელ ახალგაზრდებს შეადაროს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიული პრინციპების დაცვა დღეს აბუჩად არის აგდებული „ქართული ოცნების“ მიერ.

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას საფრანგეთსა და ჩეხეთში გამართული ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ პარტნიორებმა ქართული საზოგადოების მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს.

„იცით, რომ მე ვიყავი საფრანგეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ორივე ადგილას ვიყავი, როგორც ამ წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენელი. შეხვედრებზე გავაცანი ინფორმაცია, ახალი პლატფორმა როგორ აპირებდა მუშაობას. ალბათ, თქვენ თვითონ ნახეთ კადრები ორივე შეხვედრიდან. საფრანგეთში ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გამოხატული საზოგადოებისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საზოგადოებრივი, დიდი ფორუმი დემოკრატიის დაცვის გზაზე. სწორედ ეს დემოკრატიული პრინციპების დაცვა დღეს არის აბუჩად აგდებული „ქართული ოცნების“ მიერ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, ჩეხეთში, სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჩეხეთში დიდი მხარდაჭერა გამოხატეს და „ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი 9 აპრილის დროს დაღუპულთა ხსოვნას“.

„მათ არ ეშლებათ, ვინ იყო „როდიონოვი“, რას წარმოადგენდა. ძალიან კარგად იციან იმ ადამიანების ფასი, რომლებიც თავისუფლებას და დემოკრატიას რუსული, სასტიკი ჯარების წინააღმდეგ იცავდნენ. ის, რომ ჩვენთან ეს ვიღაცას ეშლება, ენა უბრუნდება და შეუძლია შეადაროს როდიონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს ჩვენს დღევანდელ ახალგაზრდებთან, დარწმუნებული ვარ, ეს ჩემთვის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის წარმოუდგენელია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა კიდევ უფრო რეალური და აქტიური ხდება. სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა