რუსტემ უმეროვი - გერმანიის მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში და ბრძოლის ველზე ჩვენი პოზიციების განმტკიცებაში - მადლობა, გერმანია, გვერდით დგომისთვის!

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს უკრაინისთვის გამოცხადებული დახმარების პაკეტებისთვის მადლობას უხდის.

„მადლიერი ვარ გერმანელი ხალხისა და მთავრობის, განსაკუთრებით ჩემი კოლეგის, მინისტრ ბორის პისტორიუსის, დღევანდელი განცხადებისთვის უკრაინისთვის 2029 წლამდე დამატებით 11 მილიარდი ევროს სამხედრო მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. 2025 წელს გერმანიიდან მოწოდებული მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში (IRIS-T სისტემები რაკეტებით, PATRIO-ის რაკეტები) და ჩვენი პოზიციების განმტკიცებაში ბრძოლის ველზე (Marder-ები, Leopard-ები, საარტილერიო სისტემები). მადლობა, გერმანია, ჩვენს გვერდით დგომისთვის. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ევროპაში“, - წერს რუსტემ უმეროვი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

რუსტემ უმეროვი მადლობას უხდის ბრიტანელ კოლეგას, ჯონ ჰილს გაერთიანებული სამეფოს მიერ, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის გამოცხადებული 450 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის.

„დაფინანსება უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის, ასევე სარადარო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და ასობით ათასი დრონის მოვლა-შეკეთებას. ერთად ვმუშაობთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფა“, - წერს უმეროვი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს