აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე აპარატის უფროსმა დევნილი მოსახლეობისგან პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში საკითხების შესწავლას დაჰპირდა.

„მნიშვნელოვანია მსგავსი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რადგან თითოეული ასეთი შეხვედრა და პირდაპირი დიალოგი შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ მოსახლეობის საჭიროებები და დროულად ვიმოქმედოთ მათი გადაჭრისთვის.

ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას და არცერთი პრობლემური საკითხი არ დაგვრჩეს უყურადღებოდ“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და მოსახლეობის პრობლემებზე ეფექტური რეაგირების საშუალებას წარმოადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება