გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი - უკრაინის მოკავშირეებმა 21 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების დაპირება გასცეს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინისთვის 21 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის დაპირება გასცეს.

„ეს უკრაინის სამხედრო დაფინანსების რეკორდულ ზრდას წარმოადგენს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო ასევე აგრძელებს მხარდაჭერას და წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, ჯამში, 4.5 მილიარდ ფუნტზე მეტი დაიხარჯება.

ამასთან, მან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ფეხის მოთრევასა“ და მოლაპარაკებების გაჭიანურებას აგრძელებს.

„დღეს ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმება. პუტინმა თქვა, რომ მშვიდობა სურდა, მაგრამ ცეცხლის სრული შეწყვეტა უარყო. პუტინმა თქვა, რომ მშვიდობა სურდა, მაგრამ ის აგრძელებს ფეხის მოთრევასა და მოლაპარაკებების გაჭიანურებას. პუტინმა თქვა, რომ მშვიდობა სურდა, თუმცა მისი ძალები აგრძელებენ უკრაინის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას“, - აღნიშნა ჯონ ჰილმა.

მისი თქმით, 2025 წელი კრიტიკული წელია უკრაინაში მიმდინარე ომისთვის.

„ახლა კრიტიკული მომენტია. თავდაცვის ინდუსტრიებისთვის, სამხედროებისთვის და მთავრობებისთვის, რომ გააქტიურდნენ“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი