დავით მათიკაშვილი - სამწუხაროდ, ლონდონში, „ლეიბორისტული პარტიის“ ხელისუფლება კისრულობს ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო მისიას, რასაც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა ჰქვია

სამწუხაროდ, ლონდონში, „ლეიბორისტული პარტიის“ ხელისუფლება კისრულობს ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო მისიას, რასაც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა ჰქვია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ ოთხი ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნული სანქციებით კარგად ჩანს, რომ „დიფ სთეითის“ წერტილმა ვაშინგტონიდან ევროპაში გადმოინაცვლა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, გაერთიანებულმა სამეფომ ქართველი თანამდებობის პირები ყოველგვარი ფაქტის გარეშე დაასანქცირა.

„არის აღქმების წარმოქმნის ძალიან უსუსური მცდელობა. ეს ქვეყანა ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს და დემოკრატიის ფლაგმანად. ძალიან დიდი მოღვაწეები ბრიტანეთში, როგორც დემოკრატიის წიაღში, ქმნიდნენ ისეთ ფილოსოფიურ იდეებს, სადაც მტკიცებულების გარეშე არ შეიძლებოდა არცერთ შემთხვევაში ადამიანის რაიმე ფორმით დადანაშაულება. აი, ამ ქვეყანაში ხდება ასეთი აღქმებით მანიპულირება და მცდელობა, რომ სასურველი სინამდვილედ გაასაღონ. სასირცხვილოა ეს ყველაფერი. აქაც კარგად ჩანს, რომ უკვე [აშშ-ის] ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვაშინგტონიდან როგორ გადმოინაცვლა "დიფ სთეითის" წერტილმა ევროპაში. დღეს უკვე, სამწუხაროდ, ლონდონში, "ლეიბორისტული პარტიის" ხელისუფლება კისრულობს ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო მისიას, რასაც "დიფ სთეითის" მხარდაჭერა ჰქვია", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება