„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი - საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად პოზიციონირებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან რიოდერმა და გაყიდვების მენეჯერმა ახან ახანოვმა, უზბეკეთსა და ყაზახეთში სამუშაო შეხვედრები გამართეს და განიხილეს საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვების ზრდა, და რეგიონში კავშირების გაძლიერების საჭიროება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

ლოგისტიკის სფეროს ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემები მოიცავდა არსებული მიწოდების ჯაჭვების ოპტიმიზაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.

„ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ბაზრებისთვის ცენტრალურ აზიასა და საქართველოს შორის სავაჭრო დინამიკის გაუმჯობესების სტრატეგიების მოძიება, სადაც საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად პოზიციონირებს. პარტნიორებთან შეხვედრებზე გავამახვილეთ ყურადღება ეფექტური სატრანსპორტო მარშრუტების მოთხოვნის ზრდაზე და რეგიონული კავშირის გაუმჯობესების ურთიერთსარგებელზე", - ამბობს ქრისტიან რიოდერი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება