ირაკლი კობახიძე - დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი

გარდა ტაკერ კარლსონისა, ასეთი განცხადება გააკეთა უშუალოდ დონალდ ტრამპმა, მან პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის განცხადებას შეეხებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „პროქსი ომის" წარმოებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი.

„ეს არის რეალობა, რაც ყველამ ისედაც კარგად იცოდა, ხელის გულზე დევს ყველაფერი. ამიტომაც არის დამატებით მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ბუნებრივია, რუსეთისა და დასავლეთის ომს ვერ ეყოლება გამარჯვებული. ორივე მხარეს არის ბირთვული ძალა, შესაბამისად, გამარჯვებული ვერ ეყოლება ამ ომს და უნდა დასრულდეს ომი, რომ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეების ძალისხმევა მაქსიმალურად იქნება მიმართული უკრაინაში ომის დასრულებისკენ",- განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის