ნინო ზაუტაშვილი - მოკვლევის შედეგებს ველოდები და მერე აუცილებლად წავალ სასამართლოში

მოკვლევის შედეგებს ველოდები და მერე აუცილებლად წავალ სასამართლოში, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ზაუტაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ მის გათავისუფლებაში ძალიან დიდი წვლილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ შეიტანა.

„ეს არის ამბავი, რომელსაც მე ველოდი. კრიტიკულ დამოკიდებულებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს გვქონდა, რა თქმა უნდა, ამაზე რეაქცია მოყვა პირველ რიგში ვასილ მაღლაფერიძის. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი არსებობს. შემხვდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ელენე მიხაილოვა, თამარ შუბლაძე, მე მინდა ისტორიამ ეს სახელები დაიმახსოვროს. მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა. მოკვლევა დასრულდაო, მე მოკვლევის შედეგებს ველოდები, ალბათ, მეილზე მივიღებ და მერე აუცილებლად წავალ სასამართლოში. მე ძალიან ბევრი რამ დამრჩა მათთვის სათქმელი. ახლა გაცილებით თავისუფალი ვარ, გაცილებით მეტი რამის თქმა შემიძლია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს