ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების ზედამხედველობით შესრულდა.

„ოზურგეთში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი კოპალიანების ოჯახს აფხაზეთის მთავრობამ დიდთოვლობის დროს დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად საჭირო მასალა გადასცა.

ქობულეთში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით განხორციელდა მე-7 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

ქალაქ ჯვარში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწია.

გიორგი დათუაშვილმა ასევე სამუშაო შეხვედრები გამართა ზუგდიდისა და სენაკის მერიაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები განიხილა. ჩატარდა ტრენინგები აფხაზეთის მთავრობის მიერ დანერგილი ელექტრონული პორტალის გაცნობის მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს