ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა საბოლოოდ აკრძალა

ფინეთმა საბოლოოდ აკრძალა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა. ამის შესახებ განცხადებას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 აპრილს ფინეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მთავრობის წინადადებას, რომ რუსეთის მოქალაქეებს სრულიად აეკრძალოთ უძრავი ქონების შეძენა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაკანენის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება და მისი ფართო მხარდაჭერა ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელოვანი დემონსტრაციაა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და დიდ სიხარულს განვიცდი, რომ პარლამენტმა სრულად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. გადაწყვეტილება მკაფიო მესიჯს აგზავნის: ფინეთის დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ”, - განაცხადა ჰაკანენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა სამთავრობო რეზოლუცია მზადდება, რომელიც საფრთხის წარმომადგენელი ქვეყნების სიას შეადგენს. ამას გარდა, ფინეთი კანონმდებლობაზე მუშაობს, რომელიც სახელმწიფოს უკვე შეძენილი უძრავი ქონების საკითხებში ჩარევის საშუალებას გაუზრდის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება