შალვა პაპუაშვილი - დონორებისგან წახალისებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია - 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც მისი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს

დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია - 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, უკვე მესამე დღეა „ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“.

„დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია. 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს.

სახლებში შევარდნები, შუა ღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს.

ევროპის სახელით მოთარეშე ორკების დღევანდელი ძალადობის აქტი, კარგი მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვისი დასმა უნდოდათ ხელისუფლებაში გარედან. ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს.

უკვე მესამე დღეა ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“, - წერს პაპუაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს