არმაზ ახვლედიანი - ანწუხელიძის, ანუ საქართველოს, სულის წამბილწავი ეს აბსოლუტური ბოროტება ვერ მოკლავს იმას, რაც მარადიულია - თავისუფლებისა და სამართლიანობის უზენაეს იდეას

ანწუხელიძის, ანუ საქართველოს, სულის წამბილწავი ეს აბსოლუტური ბოროტება, მოღალატეთა ეს ურდო, ვერ მოკლავს იმას, რაც მარადიულია - თავისუფლებისა და სამართლიანობის უზენაეს იდეას, - ამის შესახებ პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ახვლედიანი აღნიშნავს, „ბოროტის მანქანებით მრავალგზის მოკლული საქართველო ახლაც აღდგომის მოლოდინშია“.

„ლაზარეს შაბათია - ბრწყინვალე აღდგომის სიხარული გვიახლოვდება! ბოროტის მანქანებით მრავალგზის მოკლული საქართველო ახლაც აღდგომის მოლოდინშია. ანწუხელიძის, ანუ საქართველოს, სულის წამბილწავი ეს აბსოლუტური ბოროტება, მოღალატეთა ეს ურდო, ვერ მოკლავს იმას, რაც მარადიულია - თავისუფლებისა და სამართლიანობის უზენაეს იდეას”, - წერს ახვლედიანი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს