თეთრი სახლის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია

დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარის მიერ გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტების გამოყენებას ვაპირებთ“, - განაცხადა ლევიტმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დიპლომატიურ პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, გუშინ, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა და კრემლის ინფორმაციით, განხილვის „თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს