„ექსპო ჯორჯიაში“ „თბილისის წიგნის ბაზრობა“ გრძელდება

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „თბილისის წიგნის ბაზრობა“ დღესაც მიმდინარეობს.

უკვე მესამე დღეა, ღონისძიების ფარგლებში მკითხველებს წიგნის გამომცემლობები სხვადასხვა ჟანრის წიგნებზე ფასდაკლებებს, სიახლეებსა და ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობას სთავაზობენ. ასევე, წიგნის ბაზრობაზე მისულ სტუმრებს აქვთ საშუალება, მიმდინარე აქციების დროს დაკავებულებს საჩუქრად წიგნები გაუგზავნონ.

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მარკეტინგის მენეჯერის, მაგდა მულაძის განცხადებით, „პალიტრა L“-ს „თბილისის წიგნის ბაზრობაზე“ ყველა გემოვნების მკითხველისთვის აქვს წიგნები წარმოდგენილი.

„თბილისის წიგნის ბაზრობამ 10 აპრილს აიღო სტარტი, ჩვენს მკითხველს ახალი წიგნები დავახვედრეთ და არცერთი სტუმარი არ დარჩენილა საჩუქრის გარეშე. ყველა გემოვნების მკითხველისთვის აქვს "პალიტრა L“-ს წარმოდგენილი წიგნები. ასევე გვაქვს შეთავაზება "ახალი სახლი - ახალი ბიბლიოთეკა", ეს არის შესაძლებლობა წიგნის ბაზრობაზე მოსულმა მკითხველებმა შეიძინონ ოქროს ბარათი, რომლითაც განსაკუთრებული აქციით შეეძლებათ ისარგებლონ. მაგალითად, როგორიცაა კომპლექტი - "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", რომელიც 1000 ლარის ნაცვლად, 600 ლარი ეღირება და შეძენის შემთხვევაში კომპლექტს მაისის თვეში სახლში მივაწვდით",- განაცხადა „პალიტრა L“-ის მარკეტინგის მენეჯერმა, მაგდა მულაძემ.

„თბილისის წიგნის ბაზრობის” 2025 წლის მთავარი სლოგანია „წიგნებით თავისუფლებისთვის”. ღონისძიება 10 აპრილს დაიწყო და 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!