უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საბრძოლო დავალების შესრულებისას F-16-ის პილოტი დაიღუპა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საბრძოლო დავალების შესრულებისას F-16-ის პილოტი დაიღუპა.

„ტრაგედიის ყველა გარემოებას უწყებათაშორისი კომისია დაადგენს, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი პილოტი 26 წლის პავლო ივანოვია.

F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტის დაღუპვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.

„დღეს, კაპიტანი პავლო ივანოვი ტრაგიკულად დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. ის მხოლოდ 26 წლის იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მის ყველა თანამებრძოლს. ყველა გარემოებას ვიკვლევთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს