საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა განახორციელა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ავიაკომპანიისა და TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ციურიხიდან პირველი პირდაპირი რეისით ჩამოსული შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ და შვეიცარიულ მედიაში საქართველოს შესახებ სტატიებს და სატელევიზიო რეპორტაჟებს მოამზადებენ.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის.

ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების შეძენა ორივე ავიაკომპანიის: Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზეა შესაძლებელია“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო