გიტანას ნაუსედა - კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული, ამჯერად სუმის გულში - ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად

კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული - ამჯერად სუმის გულში. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ეძებს და სურს მშვიდობა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს კლავენ“, - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანამ, სანამ სამართლიანი მშვიდობა არ იქნება მიღწეული.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 24 ადამიანი, 80-ზე მეტი კი - დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს