ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთი აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - კლავს და დასცინის ტრამპის ძალისხმევას

პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლოსდაბოლოს გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე თავდასხმამ 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა, ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

„რუსეთი აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - კლავს და უბრალოდ დასცინის ტრამპის ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 24 ადამიანი, 80-ზე მეტი კი - დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება