ემანუელ მაკრონი - ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო, დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება - მკაცრი ზომებია საჭირო

ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება - ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს დილით, ორი რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ სუმის გულში დაეცა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, იმსხვერპლა. ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება - ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, ცეცხლი შეწყვიტოს, მკაცრი ზომებია საჭირო.

„რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტის დასაწესებლად მკაცრი ზომებია საჭირო. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად, თავის პარტნიორებთან ერთად. მივმართავ მსხვერპლებს, დაჭრილებს და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას აგრძელებს: ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ურყევი ერთგულება თქვენ“, - წერს მაკრონი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს