აფხაზეთის მთავრობა - აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა

აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

„კოპიტნარში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სანიაღვრე არხების გაჭრა მიმდინარეობს, რომელიც უხვი ნალექის დროს, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელ ტერიტორიას დატბორვისგან დაიცავს.

დეპარტამენტის უფროსი ქალაქ ონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს შეხვდა, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი დათუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, თანამშრომლებთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შეხვედრის ფარგლებში, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე აფხაზეთის მთავრობის მიერ დანერგილი ელექტრონული პორტალის გაცნობის მიზნით ტრენინგები ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება