ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალი“ გახარია არ წარმომიდგენია, გახარიას „გაშავება“ კი არ უნდათ, ბიძინა ივანიშვილის სათამაშო ოპოზიციაა

„ნაციონალი“ გახარია არ წარმომიდგენია, გახარიას „გაშავება“ კი არ უნდათ, ბიძინას სათამაშო ოპოზიციაა ჩემთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას „ნაციონალს“ იმიტომ ეძახიან, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმები არ წაართვას.

„როდესაც რუსი გეძახის, რომ „ნაცი“ ხარ, მისთვის მიუღებელია, მაშინ კმაყოფილი უნდა იყო, რომ „ნაცს“ გეძახიან. გახარიას „გაშავება“ კი არ უნდათ, „ნაციონალი“ გახარია არ წარმომიდგენია. ჩემთვის ბიძინას სათამაშო ოპოზიციაა. „ქართული ოცნებისთვის“ შესაძლებლობაა, როდესაც „ნაციონალს“ ეძახიან გახარიას, რათა „ქართულ ოცნებას“ ხმები არ წაართვას.

ჩემი არგუმენტები მაქვს: თუ პრობლემები იყო, 14 წელია ხელისუფლებაში არიან და მოეგვარებინათ. ვიღაც დაეკავებინათ, ასე შემდეგ. ახლა რატომ ებრძვიან „ნაციონალურ მოძრაობას?! იმიტომ, რომ მთავარი გამწევი ძალაა. რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, „მოქოცოებს“ არც საყდრისზე ამოუღიათ ხმა და არც მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე. გომელაურის მოადგილემ თქვა, რომ რუსი გენერლები ჩამოჰყავდა გომელაურს ხაჭაპურის საჭმელად“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„სააკაშვილის აქციებზე, “free mishaს“ აქციაზე 100 000 ადამიანი გამოსულა რუსთაველზე. როდესაც 50-100 000 ადამიანი გამოდის პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით, დემოკრატიული სახელმწიფო ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ დაფიქრდება, იქნებ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ. რუსული რეჟიმი, რომელმაც ფარცხალაძის ხელით შეთითხნა ბრალი და ამერიკის მიერ დასანქცირებულმა მუსურიძის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, არ დაფიქრდება, უკან არ დაიხევს. “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების უმრავლესობა ყოველდღიურად არის წინააღმდეგობაში“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან